„გილოცავთ, ჩემებო“-მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ხუხუა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
02-09-2021
მარნეულის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა, რადგან 34 კურსდამთავრებულიდან 32 მათგანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავიდა.

სკოლის კურსდამთავრებულებიდან 84% უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტი გახდა, ხოლო 6% პროფესიულ სასწავლებლებში ჩაირიცხა.

„ჩვენი შედეგები: 34 კურსდამთავრებულიდან აბარებდა 32 აბიტურიენტი. 23 მოსწავლე მოხვდა 4+1 პროგრამით, ოთხმა მოსწავლემ ჩააბარა ხუთი საგნით ფაკულტეტებზე, ორმა კი პროფესიულ სასწავლებელში. თსუ - სამართალი, თსუ - ჰუმანიტარული, ილია - ჰუმანიტარული, ტექნიკური უნივერსიტეტი - სამართალი. 84% გახდა სტუდენტი უმაღლეს სასწავლებლებში და 6% პროფესიულ სასწავლებლებში. ყოველ წელს ვაუმჯობესებთ. დიდი მადლობა ლალი დავითაშვილს, ნანა ბერძენს , ნინო ჩანკვეტაძეს, გიორგი ჯუმბერის ძე ჭაუჭიძეს ჩვენს აბიტურიენტებთან უანგარო და დამატებითი მუშაობისთვის. თავმდაბლობა ითხოვს სხვამ შეგაქოს. არ დაველოდები და სიამაყით ვიტყვი, ქართული სექტორის საგნებით ფაკულტეტებზე მოხვედრილი მოსწავლეების ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი თავად გახლდით და დამატებით საგნად ყველამ აირჩია - ლიტერატურა. უმაღლესი ქულა იყო 70%, ხოლო უდაბლესი 40% . გილოცავთ, ჩემებო და ვულოცავ საკუთარ თავს“, - ასე, მიულოცა მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა, შორენა ხუხუამ კურსდამთავრებულებს სტუდენტობა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203