თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
02-09-2021

თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ნატა ვახტანგაძემ, ლანა კარამიანმა, ამალია აკოფოვამ და რობერტ ახიჯანიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ. 

მათგან ნატა ვახტანგაძემ და ლანა კარამიანმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს და მისაღებ გამოცდებზე 50 და 70- პროცენტიანი დაფინანსებაც მოიპოვეს.

თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203