ტუნაძეების საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
02-09-2021

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ტუნაძეების საჯარო სკოლის 5-მა კურსდამთავრებულმა ჩააბარა.

სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ სკოლის შემდეგი კურსდამთავრებულები:

  • რამინ  ხარაბაძე - თბილისი, ტექნიკური  უნივერსიტეტი
  • თემურ ძირკვაძე - თბილისი, ტექნიკური  უნივერსიტეტი
  • ჯაბა   ძირკვაძე - თბილისი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
  • ჯემალ ძირკვაძე - თბილისი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
  • ინგა  ხარაბაძე - ბათუმი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი.  
სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს.

„მინდა, ყველა იმ პედაგოგს ვუთხრა დიდი მადლობა ვინც წვლილი შეიტანა ამ ადამიანების სწავლაში, ასევე მშობლებს, რომლებმაც ხელი შეუწყეს მათი შვილების სწავლას. 
თითოეულ სტუდენტს სკოლის სახელით ვუსურვებ წარმატებულ სწავლას და ბედნიერ მომავალს....“-ნათქვამია სკოლის სახელით გავრცელებულ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203