ვაშლევის საჯარო სკოლის პედაგოგებმა - მაია ღარიშვილმა და მაკა ხაჩიძემ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს
02-09-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესული წინსვლისთვის და განვითარებისთვის მუდამ შრომობენ.

სკოლის პედაგოგებმა - მაია ღარიშვილმა და მაკა ხაჩიძემ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, რაც სკოლისთვის ძალიან სასიხარულო ფაქტია.

„ჩვენი სკოლის პედაგოგებს, მაია ღარიშვილს და მაკა ხაჩიძეს ვულოცავთ სასერტიფიკაციო გამოცდის 10 კრედიტით ჩაბარებას და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას! წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში!“ - აღნიშნულია ვაშლევის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203