ნოღის საჯარო სკოლის დირექცია 2018-2019 სასწავლო წლის მარტვილის „ეტალონ მოსწავლეს“- იოსებ პერტაიას უნივერსიტეტში გრანტით ჩარიცხვას ულოცავს
02-09-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ იოსებ პერტაიასთვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა, ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და 50%-იანი გრანტი მოიპოვა.

სკოლის კურსდამთავრებული, იოსებ პერტაია ასევე 2018-2019 წლის „მარტვილის ეტალონი მოსწავლე“ გახლავთ.

„მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის დირექცია 2018-2019 სასწავლო წლის „მარტვილის ეტალონ მოსწავლეს“, იოსებ პერტაიას, 2020-2021 სასწავლო წლის  ერთიანი ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და 50%-იანი გრანტის მოპოვებას ულოცავს; გვჯერა წარმატებული ექიმი დადგები. მასწავლებლები გახარებული და ამაყები არიან შენი წარმატებით“- ნოღის საჯარო სკოლის დირექციამ ასეთი დიდი სიყვარულით მიულოცა, კორსდამთავრებულს სტუდენტობა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203