ჭოგნარის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
02-09-2021

ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ინა ჟორჟოლიანმა, ლიკა ფორჩხიძეს, გვანცა ბასილაძემ, მონიკა გამისონიამ, მარიამ გუბელაძემ და თამთა კოზანაშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს.

„ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლა, 2020-2021 წლის კურსდამთავრებულებს (2021 წლის აბიტურიენტებს: ინა ჟორჟოლიანს, ლიკა ფორჩხიძეს, გვანცა ბასილაძეს, მონიკა გამისონიას, მარიამი გუბელაძეს და თამთა კოზანაშვილს), ულოცავს ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და უსურვებს მათ ჩვენი სამშობლოსა და  ცივილიზებული მსოფლიოს სასიკეთოდ, საინტერესო, წარმატებულ და პროდუქტიულ სტუდენტობას“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203