ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგმა, იზა ხარატიშვილმა მასწავლებელთა გამოცდა წარმატებით ჩააბარა
01-09-2021
ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის.
სკოლის ინკლუზიური განათლების პედაგოგმა, იზა ხარატიშვილმა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
„სკოლის ინკლუზიური განათლების პედაგოგმა, იზა ხარატიშვილმა სასერტიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა. იგი პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმით, სითბო და სიყვარულით გამოირჩევა. იზა, მუდმივად ისწრაფვის სიახლეებისადმი, ამის დასტურია პირველივე წელს გამოცდის ჩაბარება. სკოლის კოლექტივი ულოცავს მას ამ წარმატებას და უსურვებს ჯანმრთელობას, წინსვლას ცხოვრებაში!“- ნათქვამია, სკოლის დირექციის განცხადებაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია