ლაშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული სალომე კვირიკაშვილი სასურველ უნივერსიტეტში გრანტით ჩაირიცხა
01-09-2021

წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, სალომე კვირიკაშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. 

სალომე კვირიკაშვილი, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლის. 

სკოლა მოსწავლის წარმატებით ამაყობს და წინსვლასა და ბედნიერ სტუდენტობას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203