ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები - გოჩა ლომიძე და ანი ბლიაძე უნივერსიტეტში გრანტით ისწავლიან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - გოჩა ლომიძემ და ანი ბლიაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
გრანტის მოპოვება ორივე კურსდამთავრებულმა შეძლო. გოჩა ლომიძემ 100%, ხოლო ანი ბლიაძემ 70%-ანი გრანტი მიიღო.
სკოლა წარმატებულ კურსდამთავრებულს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავს და მუდმივ წინსვლას უსურვებს.
- გოჩა ლომიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, 100 %-იანი დაფინანსება;
- ანი ბლიაძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, 70%-იანი დაფინანსება;