ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები სასურველ უნივერსიტეტებში სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხნენ
01-09-2021
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებსა და მიმართულებებზე ჩაირიცხნენ.
აღსანიშნავია, რომ მათ გრანტის მოპოვებაც შეძლეს.
სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს სტუდენტობას და მომავალშიც უამრავ წარმატებას უსურვებს.
“საბა ებანოიძე – თავისუფალი უნივერსიტეტი, 100%-იანი დაფინანსება; თეო გოლუბიანი -კავკასიის სახელმწიფო უნივერისტეტის მედიცინის ფაკულტეტი, 70%-იანი დაფინანსება; ნინო მიქაბერიძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 70%-იანი დაფინნასება; მარიამ მანჯავიძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, 50%-იანი დაფინანსება.“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს