ბათუმის N18 საჯარო სკოლის თანამშრომელთა 70% აცრილია
01-09-2021

ბათუმის N18 საჯარო სკოლის თანამშრომლები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ. სკოლის თანამშრომელთა 70% უკვე აცრილია. 

დარჩენილი ნაწილიდან ერთი საავადმყოფოში კორონავირუსის გამო მკურნალობს, ნაწილს ვირუსი გადატანილი აქვს და ასაცრელად, დროის გასვლას ელოდება.

სკოლა მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე მუდამ ზრუნავს. სკოლის დირექტორის, რუსუდან დავითაძის თქმით, ამ თვალსაზრისით სკოლაში იდეალური მდგომარეობაა.

დირექტორი ასევე დასძენს, რომ თუ მშობლები და ბავშვები არ აიცრებიან, ვირუსის გავრცელების რისკი  იარსებებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203