ახალშენის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა მასწავლებელთა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
01-09-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ პროფესიული ზრდა განვითარებისათვის.

სკოლის პედაგოგებმა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები წარმატებით დაასრულეს. 

ახალშენის N2 საჯარო სკოლის ორი პედაგოგი, ანა ბერიძე - დაწყებითების მასწავლებელი და ბადრი შამილაძე - სპორტის პედაგოგი სერტიფიცირებული პედაგოგები გახდნენ.

სკოლას სულ 19 პედაგოგი ჰყავს, რომელთაგან სამი წამყვანია და ცამეტი უფროსი მასწავლებელი.

ახალშენის N2 საჯარო სკოლა ულოცავს პედაგოგებს გამოცდების წარმატებით დასრულებას და ულევ პროფესიულ წინსვლას უსურვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203