„თითოეული მოსწავლის წარმატება უდიდესი სიხარულია“- ტყიბულის N2 სკოლის კურსდამთავრებულები სასურველი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა და სკოლის სასახელოდ სტუდენტები გახდნენ.სკოლის შემდეგმა კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულეს და სასურველი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ:
- კესო ფანჩულიძე 100%-იანი გრანტი;
- ანი ხუციშვილი - 50%-იანი გრანტი;
- ზაური ახვლედიანი - 50%-იანი გრანტი;
- მაგდა სახელაშვილი;
- საბა ცირეკიძე;
- ქრისტე ქურციკიძე.
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლის წარმატება და უდიდესი სიხარულია. ვულოცავთ 2020-2021 სასწავლო წლის ყველა კურსდამთავრებულს, ვინც სტუდენტი გახდა. წარმატებებს გისურვებთ!“ - აღნიშნულია ტყიბულის N2 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.