თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლის, გიორგი არაბულის წარმატება მათემატიკურ კონკურსში
01-09-2021
თბილისის N133 საჯარო სკოლაში  არაერთი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ მიღწევას სკოლა საზოგადოებას დიდი სიხარულითა და სიამაყით უზიარებს.

სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე, გიორგი არაბული მათემატიკური კონკურსის „ევერესტის“ ნიჭიერთა დაფაზე მოხვდა.

„გიორგი, შენ, იმ ამოცანების ამოხსნა შეძელი, რომლების ამოხსნაც 1000-ობით შენმა თანატოლმა ვერ შეძლო. გილოცავ და გისურვებ შენი მწვერვალების დაპყრობას!“ - ასე ულოცავენ ნიჭიერ მოსწავლეს წარმატებას სკოლაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203