„გილოცავთ, ჩვენო საიმედო ახალგაზრდებო“- ზესტაფონის N1 სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ
01-09-2021

ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.

სკოლა კურსდამთავრებულთა მიღწევებით ამაყობს და სტუდენტობას ულოცავს.

„სიხარულის დღეა ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში, რადგან ჩვენი კურსდასმთავრებულები ჩაირიცხნენ მათ რჩეულ უნივერსიტეტებში სასურველ ფაკულტეტებზე, მოიპოვეს 100 და 50-პროცენტიანი სახელმწიფო გრანტი.
გილოცავთ, ჩვენო საიმედო ახალგაზრდებო, მიღწეულ წარმატებას თქვენ და ყველა პირველკურსელს,   გისურვებთ ნაყოფიერ სტუდენტობას, უამრავ სიკეთეს, სიხარულსა და გამარჯვებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203