„მიყვარხართ და მიხარიხართ“-​ გოგნის საჯარო სკოლის დირექტორი ვერა ქოჩიაშვილი კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
01-09-2021

კახაბერ ბრეგვაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - დეა ჭანტურიძემ, მალხაზ ჭანტურიძემ, ლუკა რობაქიძემ და თათია ცეცხლაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

სკოლის დირექტორი ვერა ქოჩიაშვილი კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს. 

„გოგნის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს - დეა ჭანტურიძეს, მალხაზ ჭანტურიძეს, ლუკა რობაქიძეს, თათია ცეცხლაძეს ვულოცავ სტუდენტობას. მიყვარხართ და მიხარიხართ... წარმატებები კვლავაც...“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ვერა ქოჩიაშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203