„დიდ წარმატებას ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებს“- ახალშენის N2 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობს
02-09-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს.

აბიტურიენტები, რომელთაც სკოლის საბაზო საფეხური დაამთავრეს და წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავიდნენ სტუდენტები გახდნენ. სკოლა მათ წარმატებას ულოცავს და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებს. 

„ჩვენი სკოლა საბაზო საფეხურისაა (9 კლასი) თუმცა საფუძველი სწორედ ჩვენთან მტკიცდება, ჩვენს სკოლაში საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეები საშუალო საფეხურზე სხვადასხვა სკოლაში აგრძელებენ სწავლას, თუმცა როგორც აღვნიშნე ძირი და ცოდნის მყარი საძირკველი ჩვენთან იყრება, ასევე ის მეტაკოგნიტური უნარ-ჩვევები, რომელიც მოსწავლეებს პრაქტიკაში გამოადგებათ ჩვენთან უმუშავდებათ. წელს  წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები სწორედ ჩვენთან კურსდამთავებულებმა - მაგდალენ თურუდიშმა, მარიამ თურუდიშმა, ანა ავალიანმა, მეგი შაინიძემ, ნინო დოლიძემ და ლაშა ავალიანმა. ძალიან ამაყი და გახარებული ვარ, დიდ წარმატებას ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებს“,- აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის მოწოდებულ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203