ახალშენის N2 საჯარო სკოლის თანამშრომლები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი
01-09-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის თანამშრომლები იმუნიზაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.
სკოლის პედაგოგები, ტექნიკური პერსონალი და მძღოლები COVID-19 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აცრილი არიან; გამონაკლისია მხოლოდ ორი პედაგოგი, რომლებმაც ახლახანს გადაიტანეს ვირუსი და მათი აცრა 3 თვე ვერ მოხერხდება.
ახალშენის N2 საჯარო სკოლა ყველაფერს აკეთებს, რათა სკოლაში მოსწავლეებისთვის და თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემო შეიქმნას.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია