ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა სასერტიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
31-08-2021
ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები დაუღალავად იღწვიან პროფესიული ზრდა-განვითარებისაკენ.

სკოლის პედაგოგებმა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, რაც სკოლისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა.

„ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების შედეგები. მასწავლებლებმა: ეკა კობახიძემ და ირმა სარალიძემ (სამოქალაქო განათლება); მანანა ხიდაშელმა (მუსიკა); ია მატნენკომ, ნესტან მერკვილიშვილმა, ხათუნა წითელაშვილმა, ჯულიეტა ხიჯაკაძემ, ლია გუმბერიძემ, მარიამ ჩიკვაიძემ (სპორტი), დამატებით, მეორე საგანში ჩააბარეს სასერთიფიკაციო გამოცდები 10 კრედიტზე. მათაც ვულოცავთ და ვუსურვებთ მორიგ წარმატებებს“,- ნათქვამია ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, გოჩა ღონღაძის განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203