„გვჯერა, კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ მათი წინსვლით და წარმატებებით“ - უჯარმის საჯარო სკოლის ოთხივე კურსდამთავრებული სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხა
31-08-2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი კურსდამთავრებულთათვის წარმატებული აღმოჩნდა.

სკოლა წელს ოთხმა მოსწავლემ დაამთავრა და ყველა მათგანი სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, რომლებიც მათ პირველ ნომრად ჰქონდათ მითითებული.

კურსდამთავრებულებიდან თაზო რევაზიშვილმა -70%, მარიამ ილურიძემ -50% და ლევანი კიბაბიძემ -50% გრანტები მოიპოვეს, ხოლო დავით ქისტაურმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფასო პროგრამაზე (ისტორია) ჩაირიცხა.

უჯარმის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს ულოცავს წარმატებულ შედეგებს და ბედნიერ სტუდენტობას უსურვებს.

„გვჯერა, რომ ჩვენ კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ მათი წინსვლით და წარმატებებით“, - ნათქვამია უჯარმის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203