პატარა პამაჯის საჯარო სკოლის მოსწავლე ვერონიკა ბაბოიანი ულამაზეს ნამუშევრებს ქმნის
31-08-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა პამაჯის საჯარო სკოლაში უამრავი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ მიღწევას სკოლა საზოგადოებას დიდი სიხარულითა და სიამაყით უზიარებს.
სკოლის ერთ-ერთი ნიჭიერი მოსწავლეა მეოთხეკლასელი ვერონიკა ბაბოიანი, რომელიც არდადეგების მიუხედავად, მთელი ზაფხულის განმავლობაში უალამაზეს ხელნაკეთ აპლიკაციებს ამზადებდა.
მეოთხე კლასის მოსწავლე ულამაზეს ნამუშევრებს ქმნის. მისი ნიჭიერებით კი სკოლა ძალიან ამაყობს.
პატარა პამაჯის საჯარო სკოლა ვერონიკა ბაბოიანს წარმატებებს უსურვებს, როგორც სასკოლო ცხოვრებაში, ისე შემოქმედებაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია