„გილოცავთ ყველას, ვისაც შრომა დაგიფასდათ“- ლენჯერის N1 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
31-08-2021
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და უმაღლს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა მათგანმა, ლევან ფილფანმა 70%-ანი სახელმწიფო დაფინანდება მოიპოვა.

ლენჯერის N1 საჯარო სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას და იმედოვნებენ, რომ სკოლაში მომავალშიც ბვრჯერ იამაყებენ მათი წინსვლით.

“გილოცავ! ჩვენი საამაყო ლევან ფილფანი 70% გრანტი თავისუფალ უნივერსიტეტში. 
გილოცავთ ყველას, ვისაც შრომა დაგიფასდათ და სასურველ შედეგებს მიაღწიეთ: ნანა უდესიანი; ანა ფილფანი; რევი მეშველიანი; დათა თორდინავა; ლაშა მერლანი.
წარმატებულ და ბედნიერ სტუდენტობას გისურვებთ!“,- წერია ლენჯერის N1 საჯარო სკოლის გვერდზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203