დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის 15 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა
31-08-2021

დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის 15-მა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა.

აღსანიშნავია, რომ ექვსმა მათგანმა 50%-ანი, ხოლო ერთმა 100%-ანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა.

დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას და იმედოვნებენ, რომ მომავალშიც ბვრჯერ იამაყებენ მათი წინსვლით.

„დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის 15-მა კურსდამთავრებულმა წარმატებით დაძლია ეროვნული გამოცდები და ჩაირიცხა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათგან 6- მა 50 %-იანი, ხოლო 1-მა 100% -იანი გრანტი დაიმსახურა. სკოლა კურსდამთავრებულებს წარმატებას უსურვებს“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203