ახალციხის N3 საჯარო სკოლის ოთხმა კურსდამთავრებულმა 100%-იანი გრანტი მოიპოვა
31-08-2021
ახალციხის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.

აღსანიშნავია, რომ ოთხმა მათგანმა 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა.

ახალციხის N3 საჯარო სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას და იმედოვნებენ, რომ მომავალშიც ბვრჯერ იამაყებენ მათი წინსვლით.

„ახალციხის N3 საჯარო  სკოლის დირექცია  და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს კურსდამთავრებულებს გამოცდის წარმატებით ჩაბარებასა და სტუდენტობას, უსურვებს მათ წარმატებებს და წინსვლას. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ კურსდამთავრებულებიდან სუსანა ავაკანმა, არტურ მირანიანმა, შუშანიკ ტონოიანმა და არუთიუნ დანელიანმა  მოიპოვეს 100% გრანტი. მადლობას ვუხდით მასწავლებლებს, სკოლის თანამშრომლებს და მშობლებს“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203