
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები მშობლიური სკოლის საამაყოდ სტუდენტები გახდნენ.
კურსდამთავრებულები - ზურაბ ბირუქაშვილი და გიორგი ინაშვილი სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.
„ჩვენს მოსწავლეებს,ზურაბ ბირუქაშვილს და გიორგი ინაშვილს უკვე სტუდენტობას ვულოცავ! მიხარია თქვენი წარმატებები, ბიჭებო!“, - ასეთი დიდი სიყვარულით ულოცავს კურსდამთავრებულებს შავსაყდრის საჯარო სკოლის დირექტორი, მანანა ხუციშვილი სტუდენტობას.