„მადლობა ბავშვებს და პედაგოგებს, რომელთა შრომის შედეგად ორივე მხარე ამაყობს“-ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ
31-08-2021

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.

სკოლა მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს და სტუდენტობას ულოცავს.

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლა 2020-2021 სასწავლო წელს 6 მოსწავლემ დაამთავრა. აქედან ხუთმა წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. ესენი არიან: საბა გაფრინდაშვილი, თამარ ნადირაძე, ლექსო ტაბატაძე, ლუკა კვიჟინაძე და საბა ტაბატაძე, რომელიც სკოლის ვერცხლისმედალოსანია, მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნით, 70%-იანი გრანტით ჩაირიცხა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ქვედა ბერეთისის 2020-21 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები პირველივე კლასიდან გამორჩეულად სწავლობდნენ და მრავალი კონკურსების გამარჯვებულები არიან, რაშიც დიდი დამსახურება მათ აღმზრდელ პედაგოგებს მიუძღვით. მადლობა ბავშვებს და მადლობა პედაგოგებს, რომელთა შრომის შედეგად დღეს ორივე მხარე ამაყობს“,- აღნიშნულია სკოლის წერილში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203