„თქვენ ჩვენი ხვალინდელი დღე ხართ“ - ჭივჭავის საჯარო სკოლის შვიდივე კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა
31-08-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლას წელს შვიდი კურსდამთავრებული ჰყავს. ყველა მათგანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.
სკოლის კურსდამთავრებულებიდან ყველა სასურველი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდა. კურსდამთავრებულებიდან ერთმა, თენგიზ ხცისტანმა 70%-იანი გრანტიც დაიმსახურა.
„ჭივჭავის საჯარო სკოლას 2020-2021 საწავლო წელს შვიდი კურსდამთავრებული ჰყავდა. შვიდივემ ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და გახდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და ვუსურვებთ ბედნიერ სტუდენტობას. განსაკუთრებით ვულოცავთ თენგიზ ხცისტანს, რომელმაც 70%-იანი გრანტიც დაიმსახურა. გვეამაყებით და გვეიმედებით ბავშვებო, თქვენ ხომ ჩვენი ხვალინდელი დღე ხართ“,- ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია