„სკოლა ამაყობს შენით“- ტურცხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ვალერია ოგანესიანმა 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა
31-08-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ვალერია ოგანესიანმა 100%-ანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა.

მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა. 

ტურცხის საჯარო სკოლის მთელი შემადგენლობა ულოცავს ვალერიას ამ დიდ წარმატებას.

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის დირექცია და სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მთელი გულით ულოცავს სკოლის კურსდამთავრებულ ვალერია ოგანესიანს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტობას! აღსანიშნავია,რომ ვალერიამ ექსტერნით დაამთავრა სკოლა და ამავე წელს შეძლო 100% გრანტით უნივერსიტეტში ჩაბარება. ჩვენო საყვარელო ვალერია სკოლა ამაყობს შენით და შენისთანა სხვა მრავალი მოსწავლით, რომლებიც უკვე სწავლობენ თბილისის, ახალციხისა და ახალქალაქის უნივერსიტეტებში და ამასთან მათგან უმრავლესობას მოპოვებული აქვს სახელმწიფო 100% გრანტი.გისურვებთ წინსვლასა და სხვა უამრავ წარმატებას ცხოვრებისეულ გზაზე!“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203