„გახსოვდეთ, სამშობლოს პროფესიონალები სჭირდებით“ - ხონის N3 საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
31-08-2021
ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლის 16 აბიტურიენტიდან ყველამ ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და უნივერსიტტებში ჩაირიცხენ. 

აღსანიშნავია, რომ ოთხმა კურსდამთავრებულმა გრანტიც მიიღო.

მათ ამ წარმატებას სკოლის დირექტორი ვერიკო ბენიძე ულოცავს.

„კარგი დღე იყო! ,,წიწილებიც" დავითვალეთ, 16 აბიტურიენტიდან 16 სტუდენტი!
4 მედალოსანი და 4 გრანტი:

  • ნათია ბარაბაძე - 100% თსუ;
  • სოსო კუხალაშვილი - 70% თსუ;
  • ელენე ქუთათელაძე - 50% KIU;
  • თინათინ წვერავა - 50% - სამედიცინო უნივერსიტეტი.
გილოცავთ ჩემო მეგობრებო სტუდენტობას! წარმატებული იყოს თქვენი ყოველი ნაბიჯი ამ საპასუხისმგებლო გზაზე გადადგმული
გახსოვდეთ, სამშობლოს პროფესიონალები სჭირდებით“,- წერს ვერიკო ბენიძე, ხონის N3 საჯარო სკოლის დირექტორი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203