„გვჯერა, ბევრჯერ გავიხარებთ თქვენი წარმატებით!“-მარნეულის N6 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
31-08-2021
მარნეულის N6 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა. ისინი სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.
სკოლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და მშობლიური სკოლის სასახელოდ სტუდენტები გახდნენ.
„მარნეულის N6 საჯარო სკოლა ულოცავს თავის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას! გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს სტუდენტობის ლამაზ და საინტერესო გზაზე! თქვენი სკოლა ამაყობს თქვენით. გვჯერა, ბევრჯერ გავიხარებთ თქვენი წარმატებებით!“ - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია