ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს
31-08-2021
მარნეულის მუნიციაპიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა და ისინი, სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.

სკოლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და მშობლიური სკოლის სასახელოდ სტუდენტები გახდნენ.

„მარნეულის მუნიციაპიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს სტუდენტობას. გისურვებთ წარმატებული პროფესიული განათლებით ღირსეული მომავლის შექმნას. რაც მთავარია დასრულებულიყოს პანდემია და უმაღლესი სასწავლებლის კედლებში გაგეგრძელებინოთ სწავლა. რიმა კახაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჰუმანიტარული მეცნიერებები), დათა საგინაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (სტომატოლოგია) და დონარი კახაძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თურქოლოგია)“, - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203