„წარმატებულები იყავით მთელი ცხოვრება“ - მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
31-08-2021

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებშიც ჩაირიცხენ.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა მათგანმა მარიამ გურგენიძემ 50%-ანი გრანტი მოიპოვა. 

სკოლის დირექტორი ინგა წიგნაძე კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას ულოცავს და მომავალშც წინსვლას უსურებს.

„გილოცვთ ბავშვებო წარმატებულ და ბედნიერ სტუდენტობას გისურვებთ. მარიამ გურგენიძე 50% გრანტი; მარიამ წაქაძე; ნინო წაქაძე; საბა მერკვილაძე, წარმატებულები იყავით მთელი ცხოვრება“,- წერს ინგა წიგნაძე, მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203