კვატიის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
31-08-2021
დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლის ოთხი კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა.
კურსდამთავრებულები: მაია ბერიძე ფატი ბერიძე, ლელა ხოზრევანიძე და რუსუდან ხოზრევანიძე სხვადასხვა უნივერსიტეტებში წარმატებით ჩაირიცხნენ.
„გერქვას სტუდენტი ამ სახელის მინიჭებას უდიდესი შრომა და გარჯა სჭირდება. კვატიის საჯარო სკოლის ოთხი კურსდამთავრებული: მაია ბერიძე ფატი ბერიძე, ლელა ხოზრევანიძე და რუსუდან ხოზრევანიძე, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ. ვულოცავთ კვატიის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი თითოეულს ამ სპეტაკი ულამაზესი სახელის ღირსეულად ტარებას. წარმატებები“, - განაცხადა, კვატიის საჯარო სკოლის დირექტორმა, მერაბ ხოზრევანიძემ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს