„ძვირფასო მოსწავლეებო, გილოცავთ სტუდენტობას!“- შაუმიანის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ
31-08-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, მშობლიური სკოლის საამაყოდ, სტუდენტები გახდნენ.

სკოლის კურსდამთავრებულები: ლილით სარქისიანი, ჰაიკაზ აგბალიანი, გარიკ კარაპეტიანი, ბახშიკ ჰაკოპიანი, მოსიკ ერიბეგიანი და კარაპეტ ვოსკანიანი სასურველი უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ. მათგან, კარაპეტ ვოსკანიანიმ 100%-იანი გრანტი მოიპოვა.

„ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები: ლილით სარქისიანი, ჰაიკაზ აგბალიანი, გარიკ კარაპეტიანი, ბახშიკ ჰაკოპიანი, მოსიკ ერიბეგიანი და კარაპეტ ვოსკანიანი (100%იანი გრანტი) თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ. ძვირფასო მოსწავლეებო, გილოცავთ სტუდენტობას! ლამაზ და წარმატებულ მომავალს გისურვებთ!“ - ნათქვამია შაუმიანის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203