„ეროვნული გამოცდების შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია და სიამაყით გვავსებს“-თერჯოლის N1 სკოლა კურსდამთავრებულებს წარმატებას ულოცავს
31-08-2021
თერჯოლის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებში შთამბეჭდავი და საამაყო შედეგები აქვთ.
„თერჯოლის N1 საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის კურდამთამთავრებულთა შედეგები ეროვნულ გამოცდებზე საკმაოდ შთამბეჭდავია და სიამაყით გვავსებს! ეს ჩვენი მოსწავლეების და ჩვენი მასწავლებლების ერთობლივი, თავდაუზოგავი , პასუხისმგებლიანი შრომის შედეგია! სიყვარულითა და სიამაყით გილოცავთ მიღწეულ წარმატებას და გისურვებთ სკოლაში შეძენილი მკვიდრი ცოდნა გამხდარიყოს ის საძირკველი, რომელზეც მყარად დააშენებთ უმაღლეს სასწავლებლებში მეცნიერების საფუძვლებს, შემდეგ კი ჩადგებით ჩვენი ქვეყნის სამსახურში! თქვენ, როგორც გამორჩეულმა თაობამ უკვე დაამტკიცეთ, რომ შეგიძლიათ გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდეთ, წარმატებით წარმოაჩინოთ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები, ბოლომდე იბრძოლოთ სასურველი მიზნის მისაღწევად. მრავალჯერ გვეამაყოს თქვენი მიღწევებით!“- ნათქვამია თერჯოლის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია