„გვეამაყებით, ცამდე მაღლები ვართ“- ხუნწის საჯარო სკოლის ყველა კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა
31-08-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის ყველა კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა.
სკოლა მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს.
„უმაგრესი ამბავია ხუნწის საჯარო სკოლისთვის, აბიტურიენტების 100% პროცენტი სტუდენტი გახდა, აქედან ერთი (ქრისტინე გელენიძე) უფასო ფაკულტეტზე. გვეამაყებით, მთელი კოლექტივი ცამდე მაღლები ვართ. გვეიმედებით ბავშვებო“ - განაცხადა, ხუნწის საჯარო სკოლის წარმომადგენელმა.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია