ზესტაფონის N2 სკოლის დირექტორი გოჩა ღონღაძე კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
31-08-2021
ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის  2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა.

სკოლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სასურველი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ.

„ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა  წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და გახდნენ  პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. ვულოცავთ მათ  და ვუსურვებთ წარმატებულ სტუდენტობას. განსაკუთრებით გვსურს გამოვყოთ ისინი ვინც მაღალ ქულებზე ჩააბარეს გამოცდები და მოიპოვეს  სახელმწიფო დაფინანსება. ესენია: ანა კალანდაძე (100%-იანი გრანტი); ფლორა ჯიქურიძე (100%-იანი გრანტი); მარიამ ბარამაძე (100%-იანი გრანტი);  გიორგი ჩაფიძე (70%-იანი გრანტი);  ნია სხილაძე (70%-იანი გრანტი);  მარიამ ვარდოსანიძე (70%-იანი გრანტი);  თეკლა ფერაძე (70%-იანი გრანტი);  ანა ლეჟავა (70%-იანი გრანტი);  ალექსი სვანიძე (50 %-იანი გრანტი);  გურამ მუმლაძე (50%-იანი გრანტი);  ნიკოლოზ ვეფხვაძე (50%-იანი გრანტი)“- ნათქვამია ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, გოჩა ღონღაძის განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203