„წარმატება იყოს მათი ცხოვრების თანამგზავრი!“- ახალი სამგორის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს
31-08-2021

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა და ისინი, სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.

სკოლა წელს ათმა მოსწავლემ დაამთავრა, რომელთაგან აბიტურიენტი ხუთი მათგანი იყო და ხუთივე სტუდენტი გახდა.
 
  • მაგდა თეგეთაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტი, ინგლისური ფილოლოგია (გრანტი - 50% )
  • გიორგი აფციაური - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპიუტერული მეცნიერება (გრანტი - 70%);
  • დათო მძელური - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტურიზმი;
  • გიორგი ჩოქური - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტურიზმი;
  • ნიკა გოგოლაური - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, გრაფიკული დიზაინი.
„დღეს ძალიან გახარებული და ამაყი ვარ - ჩემი ნიჭიერი კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ! 
ვულოცავ მათ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას! წარმატება იყოს მათი ცხოვრების თანამგზავრი“, - ასე მიულოცა კურსდამთავრებულებს სტუდენტობა ახალი სამგორის საჯარო სკოლის დირექტორმა, თეა წიკლაურმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203