თხილნარის N1 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
31-08-2021
მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა და ისინი, სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.
სკოლის კურსდამთავრებულებმა მშობლიური სკოლა ასახელეს, ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ.
„მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1 საჯარო სკოლა ულოცავს 2020- 2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს: დაიანა დიდმანიძეს, სესილი დუმბაძეს, ანა მიქელაძეს, ნიკა აბულაძეს, ნათია მიქელაძეს, ლანა ხორავას, მარიამ დეკანაძეს, ირაკლი ფარტენაზესა და ცისნამი ვარშანიძეს სტუდენტობას. ვუსურვებთ წარმატებებსა და ჯანმრთელობას“, - ნათქვამია თხილნარის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მისალოც წერილში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია