„ვამაყობ თქვენით! წელს დიდებული შემოდგომა დაგვიდგა!“- თბილისის N12 სკოლის კურსდამთავრებულებს დამრიგებელი მაია ბერძენიშვილი სტუდენტობას ულოცავს
31-08-2021
თბილისის N12 საჯარო სკოლის 2021 წლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ.

სკოლის მე-12 კლასის კურსდამთავრებულებიდან ოთხი 70%-იანი გრანტით, ხოლო თერთმეტი 50%-იანი გრანტით სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა.

„ვამაყობ თქვენით! წელს დიდებული შემოდგომა დაგვიდგა! აი, ჩვენი „მოსავალი“, მხოლოდ ერთი მე-12 კლასის კურსდამთავრებულებისაგან ოთხი 70% -იანი გრანტით და თერთმეტი 50%-იანი გრანტით. დევიზი - „ყველა გრანტიანი სტუდენტი გამართლებულია“, რომ არა სკოლის დაუღალავი შრომა, მასწავლებელთა ყოველდღიური რუდუნება, ასეთი შედეგი არ იქნებოდა.
გილოცავთ, ჩემო პატარა მეგობრებო! წარმატებულ სტუდენტობას გისურვებთ!“ - ასეთი დიდი სიყვარულით მიულოცა კურსდამთავრებულებს სტუდენტობა, მე-12 კლასის დამრიგებელმა, მაია ბერძენიშვილმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203