„მომავალი თქვენს ხელშია“- ბალდის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
31-08-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
ბალდის საჯარო სკოლა მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც წელს სტუდენტი გახდა, ულოცავს ამ დიდ წარმატებას.
„ბალდის საჯარო სკოლა, სტუდენტის სტატუსის მინიჭებას ულოცავს თავის კურსდამთავრებულებს და ასევე ყველა სტუდენტს, ვინც ეზიარა ამ დიდ სიხარულს! გისურვებთ წარმატებებს! დასახული მიზნების განხორციელებას და ზღვა სიხარულს. ჩვენს ქვეყანას ეამაყოს წარმატებული ახალგაზრდების მიღწევებით! მომავალი თქვენს ხელშია!“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია