საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ყველა კურსდამთავრებული სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხა
31-08-2021

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ყველა კურსდამთავრებული სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. 

სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს, მათი წარმატებით ამაყობს და წინსვლას უსურვებს. 

„მეგობრებო, სასწაულად კარგი ამბავი გვაქვს თქვენთვის: ჩვენი სკოლის 2021 წლის უკლებლივ ყველა კურსდამთავრებული სასურველ უნივერსიტეტში მოხვდა.

ჩვენი სკოლა ულოცავს ამ უაღრესად ნიჭიერ და შრომისმოყვარე ახალგაზრდებს დიდ გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ წინსვლას და წარმატებებს! 

მადლობა უფალს და მადლობა თქვენ“,- ნათქვამია სკოლის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203