შაშიანის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სასურველ უნივერსიტეტებში მოხვედრას ულოცავს
31-08-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა და სკოლის თორმეტი კურსდამთავრებული სტუდენტები გახდნენ.

კურსდამთავრებულებიდან სამი მათგანი, ლაშა ბიწკინაშვილი, მარიამ ჭანტურიძე და ნინიკო ბიწკინაშვილი 50% გრანტის მფლობელები გახდნენ; აღსანიშნავია, რომ სამივე მადგანი მედლის კანდიდატები არიან.

„სტუდენტობას გილოცავთ ყველას! განსაკუთრებით შაშიანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს...
მოდი და ნუ გაიხარებ,12 სტუდენტი... მათგან სამი 50%-იანი გრანტის მფლობელი - ლაშა ბიწკინაშვილი, მარიამ ჭანტურიძე, ნინიკო ბიწკინაშვილი (სამივე მედლის კანდიდატი). გილოცავთ! ბედნიერ სტუდენტურ წლებს გისურვებთ“, - ნათქვამია, სკოლის განცხადებაში.
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203