მერისის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
31-08-2021
ფრიდონ თურმანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, სკოლის სასახელოდ, სტუდენტები გახდნენ.
სკოლა წელს ჩვიდმეტმა მოსწავლემ დაამთავრა, რომელთაგან თერთმეტი მათგანი სტუდენტი გახდა. კურსდამთავრებულებიდან, 50%-იანი გრანტი, შალვა დევაძემ მოიპოვა.
ფრიდონ თურმანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლა, კურსდამთავრებულებს ულოცავს სასურველ უნივერსიტეტებში მოხვედრას და მრავალ წარმატებას უსურვებს.