თბილისის N142 საჯარო სკოლის შესასვლელთან პანდუსი და ლითონის მოაჯირი მოეწყო
31-08-2021
თბილისის N142 საჯარო სკოლის შენობის შესასვლელთან პანდუსი და ლითონის მოაჯირი მოეწყო, ასევე რეაბილიტირდა დაზიანებული კიბეც.

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, 1 070 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

„ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის III მ.რ. II კვარტალში, N142 საჯარო სკოლის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა.
აღნიშნულ მისამართზე, ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, 1 070 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, ასევე, სკოლის შენობის შესასვლელთან მოეწყო პანდუსი და ლითონის მოაჯირი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაზიანებულ კიბეს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამგეობამ ბიუჯეტიდან 75 000-მდე ლარი გამოყო“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203