დაგვას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ
30-08-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს და სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.

სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს, მათი წარმატებით ამაყობს და წინსვლას უსურვებს.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული საბოლოო შედეგები დღეს გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203