განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე პროფესიული განათლების შესახებ ტრენინგს დაესწრო
31-08-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე პროფესიული სწავლების შესახებ ტრენინგს დაესწრო.
ინფორმაციას ამის შესახებ თავად სკოლის მოსწავლე ავრცელებს, ის თავის შთაბეჭდილებებზეც საუბრობს.
„28 აგვისტოს დავესწარი ტრენინგკურსს. თემაზე რა არის პროფესიული სწავლა და რა მიზნებს ემსახურება ის. პროფესიული განათლება გახლდათ მოკლე გზა დასაქმებისკენ და ძირითადად ორიენტირებულია პრაქტიკული უნარების განვითარებაზე. ორგანიზაცია - „ერთად განათლებისთვის“ ფარგლებში, ჩატარდა შეხვედრა, თემაზე "რა არის პროფესიული სწავლა და რა მიზნებს ემსახურება ის“.
შეხვედრას ესწრებოდა 60 აქტიური ახალგაზრდა.
შეხვედრას უძღვებოდა ხათუნა თავართქილაძე რომელიც სწავლობს კოლეჯ ახალ ტალღაში სასტუმრო მომსახურების მიმართულებით“,- წერს რომან სურმანიძე.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია