სამტრედიის N3 სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულები - ელენე ალფაიძე და მარიამ რუხაძე სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხნენ
30-08-2021

სამტრედიის N3 საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანმა კურსდამთავრებულებმა - ელენე ალფაიძემ და მარიამ რუხაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხნენ. 

სკოლა კურსდამთავრებულებს წარმატებას ულოცავს.

„ელენე ალფაიძე და მარიამ რუხაძე - სამტრედიის N3 საჯარო სკოლას ორი ასპროცენტიანი გრანტოსანი ჰყავს.
გოგონებმა სამტრედიის N3 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს. მარიამ რუხაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ხოლო ელენე ალფაიძე- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203