
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელის საჯარო სკოლის ორმა კურსდამთავრებულმა 100% გრანტი მოიპოვა.
ალინა ოგანესიანი და ბაგდასარ ოგანესიანი სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსტეტში ჩაირიცხნენ.
სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულებით და მათ მომავალშიც წარმატებას უსურვებენ.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული საბოლოო შედეგები დღეს გახდა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.