კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტებისთვის აშენებული სტუდენტური საცხოვრებელი საზეიმოდ გაიხსა
22-01-2018
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ და GLOBAL Educational Services-ის დირექტორმა გურბაჩან ლალიმ, კსუ-ს საერთაშორისო სტუდენტებისთვის აშენებული სტუდენტური საცხოვრებელი საზეიმოდ გახსნეს. ცერემონიას კსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
საცხოვრებელი უნივერსიტეტის სიახლოვეს მდებარეობს და საერთაშორისო სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. შენობა-ნაგებობა 3 სართულისაგან შედგება და 650 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს, საცხოვრებელი ამჟამად 90 სტუდენტზეა გათვლილი, თუმცა მიმდინარე წლის ზაფხულში ადგილების რაოდენობა 160-მდე გაიზრდება. Global Educational Services-ის წარმომადგენელის ინფორმაციით, ეს პროცესი წლიდან წლამდე გაგრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.
სტუდენტური საცხოვრებელი თანამედროვე სტანდარტების დაცვით აშენდა და ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, დაცვისა და ვიდეო თვალთვალის რეჟიმით იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ Global Educational services-ი კსუ-ს პარტნიორ ორგანიზაციას 2015 წლიდან წარმოადგენს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს